თემა
|
დავუკრათ ჭიქებით.
|
საგანი
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
მუსიკა
ლალი ბერიძე
|
გაკვეთილის ტიპი
|
ინოვაციური გაკვეთილი
|
გაკვეთილის ხანგრძლივობა
|
40 წუთი
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი, I
საფეხური , Iგ კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში 29 მოსწავლეა
კლასში არ არის სპეციალური
საჭიროების მქონე მოსწავლე.
მოსწავლეების მოტივაცია და გაკვეთილზე ჩართულობა ზოგადად საკმაოდ მაღალია.
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
29 მოსწავლე
|
აქტუალობა
|
საკითხი აქტუალურია,
რადგან გარესამყაროში არსებული ხმების, ბგერების
გამოყენება მოსწავლეებს გაუადვილებს მასალის უკეთ გაგებას; თამაშით სწავლა კი ხელს
შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და
კრეატიული აზროვნების განვითარებას.
|
მისაღწევი შედეგები
|
მუს.დაწყ.(I).
1. მოსწავლეს შეუძლია გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად
შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის, მღერის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების
(რიტმის, ტემპის, მელოდიის) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად.
|
მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
|
გაკვეთილის მიზანი:
v მოსწავლეები შეძლებენ სხვადასხვა რიტმული
სავარჯიშოების გამეორებას ტაშით და კაკუნით (ჭიქა, კოვზი,
საკუთარი ხელით
დამზადებული-მარაკასი).
v მუსიკალური სმენის, მეხსიერებისა და რიტმის გრძნობის განვითარება;
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ
იმიტირებას და რიტმული
ფიგურაციების შესრულებას (ჭიქებით, მარაკასით) ლ. ანდერსონის ნაწარმოების ,,მარხილით სრიალის“ მელოდიაზე; ნაწარმოების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების და ემოციების გამოხატვას.
|
მოსწავლეთა წინარე
ცოდნა
|
მოსწავლეებს
შეუძლიათ სხვადასხვა რიტმული სავარჯიშოების გამეორება ტაშით და კაკუნით; საკუთარი ემოციის გადმოცემა
მოძრაობით (ცეკვით).
|
მასწავლებლის
პირადი მიზნები
|
v
მოსწავლეებში მუსიკალური სმენისა და რიტმის გრძნობის
განვითარება;
v
მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება;
v
ინტერესის გაღვივება.
|
მოსალოდნელი პრობლემები
და მათი გადაჭრის გზები
|
საგაკვეთილო
პროცესის ერთ-ერთ აქტივობაში გათვლილი დრო შეიძლება არ მეყოს მოსწავლეების სხვადასხვა
ინდივიდუალური შესაძლებლობების გამო.
|
რესურსი
|
კომპიუტერი,ხმის გამაძლიერებლები, ჭიქები, კოვზები,მარაკასი,
ხალიჩა.
|
N
|
აქტივობა
|
მეთო
დი
|
კლასის
ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო
|
თითოეული
აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგები
|
1
|
საორგანიზაციო საკითხები
|
მინი ლექცია
|
მთელი კლასი
|
საკლასო ჟურნალი
|
1წთ
|
მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა
|
2
|
გაკვეთილის თემის, მიზნის და შეფასების რუბრიკების გაცნობა;
მოსწავლეებისთვის გაკვეთილზე ქცევის წესების შეხსენება.
|
მინი ლექცია
|
მთელი კლასი
|
თვალსაჩინოდ გამოკრული მიზანი, შეფასების რუბრიკები და ქცევის წესები.
|
1წთ
|
მოსწავლეები გაეცნობიან შესასწავლ თემას და შეფასების რუბრიკებს
|
3
|
საგაკვეთილო განწყობის შექმნა
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით მასწავლებელი
მოსწავლეებთან ერთად ასრულებს სიმღერას რიტმული მოძრაობებით...
|
სიმღერა და ცეკვა.
|
მთელი კლასი
|
კომპიუტერი, ხმის გამაძლიერებლები.
|
2 წთ
|
მოსწავლეთა კარგი განწყობის შექმნა და გააქტიურება.
|
4
|
რიტმული მოთელვა
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი
უჩვენებს მოსწავლეებს სხვადასხვა რიტმულ სავარჯიშოებს და სთხოვს მოსწავლეებს გაიმეორონ
მასთან ერთად.
|
ტაშით, კაკუნით, ჭიქებით, კოვზებით, მუხლებზე ხელის
დარტყმით.
|
მთელი კლასი
|
ჭიქები, კოვზები.
|
6წთ
|
მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება
|
5
|
აქტივობის აღწერა:
რიტმული მოთელვის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ახსენებს წინა გაკვეთილზე
შესწავლილ რიტმულ ფიგურაციებს ლ. ანდერსონის ნაწარმოების ,,მარხილით სრიალის“ მელოდიაზე. შეახსენებს ნაწარმოების ხასიათს, შინაარს, იმიტირების რა
ხერხები შეიძლება რომ გამოიყენონ.
|
წრეზე განლაგებული ბავშვები ჭიქების და მარაკასის მეშვეობით აყვებიან
მუსიკას.
|
მთელი კლასი
|
კომპიუტერი, ხმის გამაძლიერებლები, ჭიქები, მარაკასები.
|
10 წთ
|
მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება.
|
6
|
აქტივობის აღწერა:
წინარე ცოდნის გააქტიურებასთან ერთად მასწავლებელი ახალ რიტმულ ფიგურაციებს
(რიტმულად თითებით დაკვრა ჭიქაზე, ტაში და იატაკზე ხელებით დატყმა) შეასწავლის და
დაამუშავებს ნაწარმოებს მთლიანობაში.
|
წრეზე განლაგებული ბავშვები.
|
მთელი კლასი
|
10წთ
|
მოსწავლეებმა შეძლონ ახალი მასალის გაგება,
შეძლონ წინარე ცოდნის დაკავშირება ახალ თემასთან.
|
|
7
|
რეფლექსიის ეტაპზე
მოსწავლეები სრულად წარადგენენ რიტმულ ფიგურაციას მელოდიაზე ,,მარხილით სრიალი’’.
|
პრეზენტაცია
|
მთელი კლასი
|
კომპიუტერი, ხმის გამაძლიერებლები.
|
5 წთ.
|
მოსწავლეებმა შეძლონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
|
8.
|
გაკვეთილის დასასრულს
განტვირთვის მიზნით მოსწავლეები მათი სურვილით შეასრულებენ საახალწლო სიმღერებს.
|
სიმღერა, ცეკვა.
|
მთელი კლასი
|
კომპიუტერი, ხმის გამაძლიერებლები.
|
5 წთ.
|
მოსწავლეებმა შეძლონ სიმღერა ცეკვის მოძრაობებით.
|
რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოების შესრულების შეფასების
კრიტერიუმები
|
|||
ინტონირების სიზუსტე
|
რიტმული ნახაზის
სიზუსტე
|
||
უჭირს ინტონირება
|
იცავს ინტონირების
სიზუსტეს (ნაწილობრივ,ზუსტად)
|
რიტმული ნახაზის
სიზუსტის დაცვა
|
რიტმული ნახაზის
შესრულების სიზუსტეს (ნაწილობრივ, სრულად)
|
Комментариев нет:
Отправить комментарий