среда, 2 января 2019 г.

სამოდელო გაკვეთილი მუსიკაში

თემა
დავუკრათ ჭიქებით.

საგანი
მასწავლებლის სახელი და გვარი
მუსიკა
ლალი ბერიძე
გაკვეთილის ტიპი
ინოვაციური გაკვეთილი
გაკვეთილის ხანგრძლივობა
40 წუთი
სწავლების საფეხური
დაწყებითი, I  საფეხური , Iკლასი

მოსწავლეთა პროფილი
კლასში 29 მოსწავლეა
კლასში არ არის სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე.
მოსწავლეების მოტივაცია  და გაკვეთილზე ჩართულობა ზოგადად საკმაოდ მაღალია.
მოსწავლეთა რაოდენობა
29 მოსწავლე
აქტუალობა
საკითხი აქტუალურია, რადგან  გარესამყაროში არსებული ხმების, ბგერების გამოყენება მოსწავლეებს გაუადვილებს მასალის უკეთ გაგებას; თამაშით სწავლა კი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და   კრეატიული აზროვნების განვითარებას.     
მისაღწევი შედეგები
მუს.დაწყ.(I). 1. მოსწავლეს შეუძლია გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის, მღერის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (რიტმის, ტემპის, მელოდიის) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად.
მიზნები  და მოსალოდნელი შედეგები
გაკვეთილის მიზანი:

  v  მოსწავლეები შეძლებენ სხვადასხვა რიტმული სავარჯიშოების გამეორებას ტაშით და კაკუნით (ჭიქა, კოვზი, საკუთარი ხელით დამზადებული-მარაკასი).
  v   მუსიკალური სმენის, მეხსიერების და რიტმის გრძნობის  განვითარება;
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები  შეძლებენ  იმიტირებას და რიტმული ფიგურაციების შესრულებას (ჭიქებით, მარაკასით) ლ. ანდერსონის  ნაწარმოების ,,მარხილით სრიალის“  მელოდიაზე; ნაწარმოების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების და ემოციების გამოხატვას.
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
 მოსწავლეებს შეუძლიათ სხვადასხვა რიტმული სავარჯიშოების გამეორება ტაშით და კაკუნით; საკუთარი ემოციის გადმოცემა მოძრაობით (ცეკვით).
მასწავლებლის პირადი მიზნები 
  v მოსწავლეებში მუსიკალური სმენისა და რიტმის გრძნობის განვითარება;
  v მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება;
  v ინტერესის გაღვივება.
მოსალოდნელი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები
 საგაკვეთილო პროცესის ერთ-ერთ აქტივობაში გათვლილი დრო შეიძლება არ მეყოს მოსწავლეების სხვადასხვა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამო.

რესურსი
კომპიუტერი,ხმის გამაძლიერებლები, ჭიქები, კოვზები,მარაკასი, ხალიჩა.









































































N
აქტივობა
მეთო
დი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგები
1
საორგანიზაციო  საკითხები
მინი ლექცია
მთელი კლასი
საკლასო ჟურნალი
1წთ
მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა
2
გაკვეთილის თემის, მიზნის და შეფასების რუბრიკების გაცნობა;
მოსწავლეებისთვის გაკვეთილზე ქცევის წესების შეხსენება.

მინი ლექცია
მთელი კლასი
თვალსაჩინოდ გამოკრული მიზანი, შეფასების რუბრიკები და ქცევის წესები.
1წთ
მოსწავლეები გაეცნობიან შესასწავლ თემას და შეფასების რუბრიკებს
3
საგაკვეთილო განწყობის შექმნა
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ასრულებს სიმღერას რიტმული მოძრაობებით...


სიმღერა და ცეკვა.


მთელი კლასი


კომპიუტერი, ხმის გამაძლიერებლები.


2 წთ


მოსწავლეთა კარგი განწყობის შექმნა და გააქტიურება.
4
რიტმული მოთელვა
აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეებს სხვადასხვა რიტმულ სავარჯიშოებს და სთხოვს მოსწავლეებს გაიმეორონ მასთან ერთად.


ტაშით, კაკუნით, ჭიქებით, კოვზებით, მუხლებზე ხელის დარტყმით.

მთელი კლასი


ჭიქები, კოვზები.

6წთ

მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება
5
აქტივობის აღწერა:
რიტმული მოთელვის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ახსენებს წინა გაკვეთილზე შესწავლილ  რიტმულ ფიგურაციებს ლ. ანდერსონის  ნაწარმოების ,,მარხილით სრიალის“  მელოდიაზე. შეახსენებს  ნაწარმოების ხასიათს, შინაარს, იმიტირების რა ხერხები შეიძლება რომ გამოიყენონ.




წრეზე განლაგებული ბავშვები ჭიქების და მარაკასის მეშვეობით აყვებიან მუსიკას.




 
მთელი კლასი


კომპიუტერი, ხმის გამაძლიერებლები, ჭიქები, მარაკასები.

10 წთ

მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება.
6
აქტივობის აღწერა:
წინარე ცოდნის გააქტიურებასთან ერთად მასწავლებელი ახალ რიტმულ ფიგურაციებს (რიტმულად თითებით დაკვრა ჭიქაზე, ტაში და იატაკზე ხელებით დატყმა) შეასწავლის და დაამუშავებს ნაწარმოებს მთლიანობაში.

წრეზე განლაგებული ბავშვები.


მთელი კლასი


10წთ

მოსწავლეებმა შეძლონ ახალი მასალის გაგება, 
შეძლონ წინარე ცოდნის დაკავშირება ახალ თემასთან.

7
რეფლექსიის ეტაპზე მოსწავლეები სრულად წარადგენენ რიტმულ ფიგურაციას  მელოდიაზე ,,მარხილით სრიალი’’.

პრეზენტაცია

მთელი კლასი

კომპიუტერი, ხმის გამაძლიერებლები.

5 წთ.

მოსწავლეებმა შეძლონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
8.
გაკვეთილის დასასრულს განტვირთვის მიზნით მოსწავლეები მათი სურვილით შეასრულებენ საახალწლო სიმღერებს.

სიმღერა, ცეკვა.

მთელი კლასი

კომპიუტერი, ხმის გამაძლიერებლები.

5 წთ.

მოსწავლეებმა შეძლონ სიმღერა ცეკვის მოძრაობებით.



რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოების შესრულების შეფასების კრიტერიუმები

ინტონირების სიზუსტე
რიტმული ნახაზის სიზუსტე

უჭირს ინტონირება

იცავს ინტონირების სიზუსტეს (ნაწილობრივ,ზუსტად)

რიტმული ნახაზის სიზუსტის დაცვა
რიტმული ნახაზის შესრულების სიზუსტეს (ნაწილობრივ, სრულად)