среда, 2 января 2019 г.

სამოდელო გაკვეთილი მუსიკაში

თემა
დავუკრათ ჭიქებით.

საგანი
მასწავლებლის სახელი და გვარი
მუსიკა
ლალი ბერიძე
გაკვეთილის ტიპი
ინოვაციური გაკვეთილი
გაკვეთილის ხანგრძლივობა
40 წუთი
სწავლების საფეხური
დაწყებითი, I  საფეხური , Iკლასი

მოსწავლეთა პროფილი
კლასში 29 მოსწავლეა
კლასში არ არის სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე.
მოსწავლეების მოტივაცია  და გაკვეთილზე ჩართულობა ზოგადად საკმაოდ მაღალია.
მოსწავლეთა რაოდენობა
29 მოსწავლე
აქტუალობა
საკითხი აქტუალურია, რადგან  გარესამყაროში არსებული ხმების, ბგერების გამოყენება მოსწავლეებს გაუადვილებს მასალის უკეთ გაგებას; თამაშით სწავლა კი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და   კრეატიული აზროვნების განვითარებას.     
მისაღწევი შედეგები
მუს.დაწყ.(I). 1. მოსწავლეს შეუძლია გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის, მღერის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (რიტმის, ტემპის, მელოდიის) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად.
მიზნები  და მოსალოდნელი შედეგები
გაკვეთილის მიზანი:

  v  მოსწავლეები შეძლებენ სხვადასხვა რიტმული სავარჯიშოების გამეორებას ტაშით და კაკუნით (ჭიქა, კოვზი, საკუთარი ხელით დამზადებული-მარაკასი).
  v   მუსიკალური სმენის, მეხსიერების და რიტმის გრძნობის  განვითარება;
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები  შეძლებენ  იმიტირებას და რიტმული ფიგურაციების შესრულებას (ჭიქებით, მარაკასით) ლ. ანდერსონის  ნაწარმოების ,,მარხილით სრიალის“  მელოდიაზე; ნაწარმოების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების და ემოციების გამოხატვას.
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
 მოსწავლეებს შეუძლიათ სხვადასხვა რიტმული სავარჯიშოების გამეორება ტაშით და კაკუნით; საკუთარი ემოციის გადმოცემა მოძრაობით (ცეკვით).
მასწავლებლის პირადი მიზნები 
  v მოსწავლეებში მუსიკალური სმენისა და რიტმის გრძნობის განვითარება;
  v მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება;
  v ინტერესის გაღვივება.
მოსალოდნელი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები
 საგაკვეთილო პროცესის ერთ-ერთ აქტივობაში გათვლილი დრო შეიძლება არ მეყოს მოსწავლეების სხვადასხვა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამო.

რესურსი
კომპიუტერი,ხმის გამაძლიერებლები, ჭიქები, კოვზები,მარაკასი, ხალიჩა.









































































N
აქტივობა
მეთო
დი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგები
1
საორგანიზაციო  საკითხები
მინი ლექცია
მთელი კლასი
საკლასო ჟურნალი
1წთ
მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა
2
გაკვეთილის თემის, მიზნის და შეფასების რუბრიკების გაცნობა;
მოსწავლეებისთვის გაკვეთილზე ქცევის წესების შეხსენება.

მინი ლექცია
მთელი კლასი
თვალსაჩინოდ გამოკრული მიზანი, შეფასების რუბრიკები და ქცევის წესები.
1წთ
მოსწავლეები გაეცნობიან შესასწავლ თემას და შეფასების რუბრიკებს
3
საგაკვეთილო განწყობის შექმნა
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ასრულებს სიმღერას რიტმული მოძრაობებით...


სიმღერა და ცეკვა.


მთელი კლასი


კომპიუტერი, ხმის გამაძლიერებლები.


2 წთ


მოსწავლეთა კარგი განწყობის შექმნა და გააქტიურება.
4
რიტმული მოთელვა
აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეებს სხვადასხვა რიტმულ სავარჯიშოებს და სთხოვს მოსწავლეებს გაიმეორონ მასთან ერთად.


ტაშით, კაკუნით, ჭიქებით, კოვზებით, მუხლებზე ხელის დარტყმით.

მთელი კლასი


ჭიქები, კოვზები.

6წთ

მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება
5
აქტივობის აღწერა:
რიტმული მოთელვის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ახსენებს წინა გაკვეთილზე შესწავლილ  რიტმულ ფიგურაციებს ლ. ანდერსონის  ნაწარმოების ,,მარხილით სრიალის“  მელოდიაზე. შეახსენებს  ნაწარმოების ხასიათს, შინაარს, იმიტირების რა ხერხები შეიძლება რომ გამოიყენონ.




წრეზე განლაგებული ბავშვები ჭიქების და მარაკასის მეშვეობით აყვებიან მუსიკას.




 
მთელი კლასი


კომპიუტერი, ხმის გამაძლიერებლები, ჭიქები, მარაკასები.

10 წთ

მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება.
6
აქტივობის აღწერა:
წინარე ცოდნის გააქტიურებასთან ერთად მასწავლებელი ახალ რიტმულ ფიგურაციებს (რიტმულად თითებით დაკვრა ჭიქაზე, ტაში და იატაკზე ხელებით დატყმა) შეასწავლის და დაამუშავებს ნაწარმოებს მთლიანობაში.

წრეზე განლაგებული ბავშვები.


მთელი კლასი


10წთ

მოსწავლეებმა შეძლონ ახალი მასალის გაგება, 
შეძლონ წინარე ცოდნის დაკავშირება ახალ თემასთან.

7
რეფლექსიის ეტაპზე მოსწავლეები სრულად წარადგენენ რიტმულ ფიგურაციას  მელოდიაზე ,,მარხილით სრიალი’’.

პრეზენტაცია

მთელი კლასი

კომპიუტერი, ხმის გამაძლიერებლები.

5 წთ.

მოსწავლეებმა შეძლონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
8.
გაკვეთილის დასასრულს განტვირთვის მიზნით მოსწავლეები მათი სურვილით შეასრულებენ საახალწლო სიმღერებს.

სიმღერა, ცეკვა.

მთელი კლასი

კომპიუტერი, ხმის გამაძლიერებლები.

5 წთ.

მოსწავლეებმა შეძლონ სიმღერა ცეკვის მოძრაობებით.



რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოების შესრულების შეფასების კრიტერიუმები

ინტონირების სიზუსტე
რიტმული ნახაზის სიზუსტე

უჭირს ინტონირება

იცავს ინტონირების სიზუსტეს (ნაწილობრივ,ზუსტად)

რიტმული ნახაზის სიზუსტის დაცვა
რიტმული ნახაზის შესრულების სიზუსტეს (ნაწილობრივ, სრულად)





  













воскресенье, 9 июля 2017 г.

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის მთავარი  თემა
ნიკოლო პაგანინი
სწავლების საფეხური
VI  კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
36 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
გაეცნობიან XIX საუკუნის უდიდეს მევიოლინეს და კომპოზიტორს
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მუს.VI.5 მოსწავლეს შეუძლია საკუთარი სასწავლო საქმანობის წარმართვა
1) მოსწავლეს შეუძლია მოიძიოს გაკვეთილისათვის საჭირო მუსიკალური,ლიტერატურული და ვიზუალური მასალა;
მუს.VI.7 მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების განხილვა და შეფასება.
  1. ამოიცნობს ნაწარმოებს,მის ფრაგმენტს;
  2. გადმოსცემს თავის შთაბეჭდილებას ნახატით
მუს.VI.10 მოსწავლე იცნობს მსოფლიო მუს-რი ხელოვნების ცნობილ ნიმუშებსა და წარმომადგენლებს.
  1. საუბრობს კომპოზიტორების შემოქმედების შესახებ
  2. მოიძიებს დამატებით ინფორმაციას მისთვის საინტერესო ნაწარემობის, კომპოზიტორის, შემსრულებლის შესახებ.
მუს.VI.12 მოსწავლე იცნობს სხვადასხვა ტიპის ანსამბლისა და ორკესტრის შემადგენლობას.
  1. ხატავს საკრავებს, ორკესტრს, შემსრულებლებს.
  2. განასხვავებს სიმფონიური, კამერული, სასულე, სიმებიანი ორკესტრის შემადგენლობას

წინასწარი ცოდნა
ვენის კლასიკური სკოლა.ვიოლინოს წარმოშობის ისტორია. რომანტიზმის ეპოქა.
შეფასების საგანი და პროცედურები
მუსიკალური ხელოვნების ნასწავლი ნიმუშების ცოდნა; მუსიკალური დამწერლობის ცოდნა; მუსიკალური ტერმინოლოგიის ცოდნამუსიკის მოსმენის ჩვევა; მუსიკალური მეხსიერება;
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, პროექტორი, ლეპტოპი, ინტერნეტ-რესურსი
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმეტი
აქტივობა 1 (15 წუთი)
·         ვიხსენებთ კლასიციზმის ეპოქას, მოკლედ ვახასიათებთ და ვსაუბრობთ მის ირგვლივ. ასევე ვენის კლასიკურ სკოლაზე და მის წარმომადგენლებზე. ჟანრებზე. კავშირს ვამყარებთ და ვახასიათებთ რომანტიზმის ეპოქას. ვასახელებთ ამ ეპოქის მწერლებს, მხატვრებს, კომპოზიტორებს. ზემოთ ხსენებულ ყველა მიმოხილვას პარალელურად თან ერთვის ვიზუალური მასალა.მაგ:ვენის კლასიკოსების, რომანტიკოსი მწერლების (შილერი, გოეთე, ჟორჟ სანდი, ჰიუგო, ალ. ჭავჭავაძე, ბარათაშვილი), მხატვრების (დელაკრუა, გოია),კომპოზიტორების (პუჩინი,ვერდი,ჩერნი,  რახმანინოვი,შტრაუსი, სენ-სანსი, შტრაუს, ბერლიოზი, ბიზე, ბრამსი, შოპენი,ფერენც ლისტი და აშ.) ფოტოები.

აქტივობა 2 (15 წუთი)
წინარე ცოდნის განმეორების შემდეგ მოსწავლეებს ვუჩვენებ პაგანინის სურათს და ვასმენინებ მის ცნობილ ნაწარმოებს კაპრიჩიო #24. სანამ მე დავიწყებ კომპოზიტორის შესახებ საუბარს ჯერ მოსწავლეებს ვკითხავ თუ იცის ვინმემ ვინ არის სურათზე გამოსახული. ამ შემთხვევაში ეფექტურად ვიყენებ ,,ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე’’ შეფასების მეთოდს. ამის შემდგომ როცა დავადგენ რა საბაზისო ცოდნა   აქვთ მოსწავლეებს ვესაუბრები კომპოზიტორის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. ვუჩვენებ ფილმიდან ,,პაგანინი-ეშმაკის მევიოლინე’’ იმ საინტერესო და მნიშვნელოვან დეტალებს, რითიც შევიდა მევიოლინე მუსიკის ისტორიაში.

აქტივობა 3 (10 წუთი)
გაკვეთილის ახსნის შემდეგ მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას, მომავალი გაკვეთილისთვის მოამზადონ პრეზენტაცია. ჯგუფებად ვყოფ და თითოეულს ევალება შეასრულონ შემდეგი დავალებები: 1. მოძიონ კიდევ დამატებითი მასალა კომპოზიტორის შესახებ. 2. მივუთითებ ლიტერატურას( არია ტიბალტი-კეზა- ,,პაგანინი’’. ქართული ბიოგრაფიული ცენტრი.2012.)
საიდანაც მათ უნდა წაიკითხონ მევიოლინის ცხოვრების ის მომენტები, სადაც დეტალურადაა აღწერილი მისი ყოველდღიური საქმიანობა.3. მოძიონ პაგანინის ნაწარმოებთა ვიდეო ჩანაწერები. 4. გააკეთონ ფოტო და ვიდეო კოლაჟი.

აქტივობა 4 (3 წუთი)
შეჯამება-ყველა მოსწავლე თითო წინადადებით -რა გავიგეთ პაგანინის შესახებ.


აქტივობა 5 ( 2 წუთი)
მუსიკალური განტვირთვა




კრიტერიუმი
საუკეთესო 10
კარგი 9-8
საშუალო 7-6
დაბალი 5-4
გაკვეთილის პროცესში აქტიურობა (კითხვებზე პასუხის გაცემა)
ადეკვატურად პასუხობს კითხვებზე, მსჯელობა ლოგიკურია
ადეკვატურად პასუხობს კითხვებს, ლოგიკური მსჯელობა მცირედ შეფერხებულია
პასუხობს კითხვებს ნაწილობრივ ადეკვატურად
უჭირს კითხვებზე პასუხი
საშინაო დავალება
ზედმიწევნით ასრულებს საშინაო დავალებას.
მეტ-ნაკლებად ასრულებს საშინაო დავალებას
ავიწყდება ხშირ შემთხვევაში საშინაო დავალების შესრულება
არ ასრულებს საშინაო დავალებას
ნაწარმოებების გამოცნობა
გამოიცნობს ჟანრს (საუბრობს მის ირგვლივ), ასახელებს კომპოზიტორს ( საუბრობს მასზე), ნაწარმოებს, ინსტრუმენტებს ჟღერადობის მიხედვით.
გამოიცნობს ჟანრს, ასახელებს კომპოზიტორს, ნაწარმოებს, ინსტრუმენტებს ჟღერადობის მიხედვით, მეტ-ნაკლებად საუბრობს ჟანრზე და კომპოზიტორზე
გამოიცნობს ჟანრს, ასახელებს კომპოზიტორს, ნაწარმოებს, ინსტრუმენტებს ჟღერადობის მიხედვით, მაგრამ ვერ საუბრობს მის ირგვლივ
ძალიან ხშირად ვერ გამოიცნობს კომპოზიტორს და ნაწარმოებს
მუსიკის მოსმენის კულტურა
აქვს მუსიკის მოსმენის კულტურა. ყურადღებით უსმენს და აფიქსირებს მოსმენისგან მიღებულ შთაბეჭდილებას.
აქვს მუსიკის მოსმენის კულტურა. ყურადღებით უსმენს და მაგრამ  ვერ აფიქსირებს მოსმენისგან მიღებულ შთაბეჭდილებას.
ნაწილობრივ უსმენს მუსიკას.
არ უსმენს მუსიკას.
მუსიკალური დამწერლობის ცოდნა
სრულად ფლობს სანოტო სისტემას, გრძლიობებს. 
მეტ-ნაკლებად ფლობს სანოტო სისტემას, ნაწილობრივ ანსხვავებს  გრძლიობებს.
ნაკლებად ანსხვავებს გრძლიობებს და ერევა ნოტები ერთმანეთში ნასკლებად ანსხვავებს გრძლიობებს და ერევა ნოტები ერთმანეთში
არ იცის ნოტები,
მუსიკალური ტერმინოლოგიის ცოდნა
ფლობს სრულყოფილად მუსიკალურ ლექსიკონს,ასაბუთებს არგუმენტირებულად
იცის მუსიკალური ლექსიკონი, მაგრამ უჭირს დასაბუთება
მუსიკალურ ლექსიკონს ნაწილობრივ ფლობს
არ ფლობს მუსიკალურ ლექსიკონს
ახალი მასალის გაგება
ადეკვატურად პასუხობს კითხვებზე, მსჯელობა ლოგიკურია.
ადეკვატურად პასუხობს კითხვებს, ლოგიკური მსჯელობა მცირედ შეფერხებულია
პასუხობს კითხვებს ნაწილობრივ ადეკვატურად
უჭირს კითხვებზე პასუხი