გაკვეთილის მთავარი თემა
|
ნიკოლო პაგანინი
|
სწავლების საფეხური
|
VI
კლასი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
36
მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
გაეცნობიან XIX საუკუნის უდიდეს მევიოლინეს და კომპოზიტორს
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მუს.VI.5 მოსწავლეს შეუძლია საკუთარი სასწავლო საქმიანობის წარმართვა
1) მოსწავლეს შეუძლია მოიძიოს გაკვეთილისათვის საჭირო მუსიკალური,ლიტერატურული და ვიზუალური მასალა;
მუს.VI.7
მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების განხილვა და შეფასება.
მუს.VI.10
მოსწავლე იცნობს მსოფლიო მუს-რი ხელოვნების ცნობილ ნიმუშებსა და წარმომადგენლებს.
მუს.VI.12
მოსწავლე იცნობს სხვადასხვა ტიპის ანსამბლისა და ორკესტრის შემადგენლობას.
|
წინასწარი ცოდნა
|
ვენის კლასიკური სკოლა.ვიოლინოს წარმოშობის ისტორია. რომანტიზმის ეპოქა.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მუსიკალური ხელოვნების ნასწავლი ნიმუშების ცოდნა; მუსიკალური დამწერლობის ცოდნა; მუსიკალური ტერმინოლოგიის ცოდნა; მუსიკის მოსმენის ჩვევა; მუსიკალური მეხსიერება;
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, პროექტორი, ლეპტოპი, ინტერნეტ-რესურსი
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმეტი
|
აქტივობა 1 (15 წუთი)
·
ვიხსენებთ კლასიციზმის ეპოქას, მოკლედ ვახასიათებთ და ვსაუბრობთ მის ირგვლივ. ასევე ვენის კლასიკურ სკოლაზე და მის წარმომადგენლებზე. ჟანრებზე. კავშირს ვამყარებთ და ვახასიათებთ რომანტიზმის ეპოქას. ვასახელებთ ამ ეპოქის მწერლებს, მხატვრებს, კომპოზიტორებს. ზემოთ ხსენებულ ყველა მიმოხილვას პარალელურად თან ერთვის ვიზუალური მასალა.მაგ:ვენის კლასიკოსების, რომანტიკოსი მწერლების (შილერი, გოეთე, ჟორჟ სანდი, ჰიუგო, ალ. ჭავჭავაძე, ბარათაშვილი), მხატვრების (დელაკრუა, გოია),კომპოზიტორების (პუჩინი,ვერდი,ჩერნი, რახმანინოვი,შტრაუსი, სენ-სანსი, შტრაუს, ბერლიოზი, ბიზე, ბრამსი, შოპენი,ფერენც ლისტი და აშ.) ფოტოები.
აქტივობა 2 (15 წუთი)
წინარე ცოდნის განმეორების შემდეგ მოსწავლეებს ვუჩვენებ პაგანინის სურათს და ვასმენინებ მის ცნობილ ნაწარმოებს კაპრიჩიო #24. სანამ მე დავიწყებ კომპოზიტორის შესახებ საუბარს ჯერ მოსწავლეებს ვკითხავ თუ იცის ვინმემ ვინ არის სურათზე გამოსახული. ამ შემთხვევაში ეფექტურად ვიყენებ ,,ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე’’ შეფასების მეთოდს. ამის შემდგომ როცა დავადგენ რა საბაზისო ცოდნა
აქვთ მოსწავლეებს ვესაუბრები კომპოზიტორის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
ვუჩვენებ ფილმიდან
,,პაგანინი-ეშმაკის მევიოლინე’’
იმ საინტერესო და მნიშვნელოვან დეტალებს, რითიც შევიდა მევიოლინე მუსიკის ისტორიაში.
აქტივობა 3 (10 წუთი)
გაკვეთილის ახსნის შემდეგ მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას, მომავალი გაკვეთილისთვის მოამზადონ პრეზენტაცია. ჯგუფებად ვყოფ და თითოეულს ევალება შეასრულონ შემდეგი დავალებები: 1. მოძიონ კიდევ დამატებითი მასალა კომპოზიტორის შესახებ. 2. მივუთითებ ლიტერატურას( მარია ტიბალტი-კეზა- ,,პაგანინი’’. ქართული ბიოგრაფიული ცენტრი.2012წ.)
საიდანაც მათ უნდა წაიკითხონ მევიოლინის ცხოვრების ის მომენტები, სადაც დეტალურადაა აღწერილი მისი ყოველდღიური საქმიანობა.3. მოძიონ პაგანინის ნაწარმოებთა ვიდეო ჩანაწერები.
4. გააკეთონ ფოტო და ვიდეო კოლაჟი.
აქტივობა 4 (3 წუთი)
შეჯამება-ყველა მოსწავლე თითო წინადადებით -რა გავიგეთ პაგანინის შესახებ.
აქტივობა 5 ( 2 წუთი)
მუსიკალური განტვირთვა
|
კრიტერიუმი
|
საუკეთესო 10
|
კარგი 9-8
|
საშუალო 7-6
|
დაბალი 5-4
|
გაკვეთილის პროცესში აქტიურობა (კითხვებზე
პასუხის გაცემა)
|
ადეკვატურად პასუხობს კითხვებზე, მსჯელობა ლოგიკურია
|
ადეკვატურად პასუხობს კითხვებს, ლოგიკური მსჯელობა მცირედ შეფერხებულია
|
პასუხობს კითხვებს ნაწილობრივ ადეკვატურად
|
უჭირს კითხვებზე პასუხი
|
საშინაო დავალება
|
ზედმიწევნით ასრულებს საშინაო დავალებას.
|
მეტ-ნაკლებად ასრულებს საშინაო დავალებას
|
ავიწყდება ხშირ შემთხვევაში საშინაო დავალების შესრულება
|
არ ასრულებს საშინაო დავალებას
|
ნაწარმოებების გამოცნობა
|
გამოიცნობს ჟანრს (საუბრობს მის ირგვლივ), ასახელებს კომპოზიტორს ( საუბრობს
მასზე), ნაწარმოებს, ინსტრუმენტებს ჟღერადობის მიხედვით.
|
გამოიცნობს ჟანრს, ასახელებს კომპოზიტორს, ნაწარმოებს, ინსტრუმენტებს
ჟღერადობის მიხედვით, მეტ-ნაკლებად საუბრობს ჟანრზე და კომპოზიტორზე
|
გამოიცნობს ჟანრს, ასახელებს კომპოზიტორს, ნაწარმოებს, ინსტრუმენტებს
ჟღერადობის მიხედვით, მაგრამ ვერ საუბრობს მის ირგვლივ
|
ძალიან ხშირად ვერ გამოიცნობს კომპოზიტორს და ნაწარმოებს
|
მუსიკის მოსმენის კულტურა
|
აქვს მუსიკის მოსმენის კულტურა. ყურადღებით უსმენს და აფიქსირებს მოსმენისგან
მიღებულ შთაბეჭდილებას.
|
აქვს მუსიკის მოსმენის კულტურა. ყურადღებით უსმენს და მაგრამ ვერ აფიქსირებს მოსმენისგან მიღებულ შთაბეჭდილებას.
|
ნაწილობრივ უსმენს მუსიკას.
|
არ უსმენს მუსიკას.
|
მუსიკალური დამწერლობის ცოდნა
|
სრულად ფლობს სანოტო სისტემას, გრძლიობებს.
|
მეტ-ნაკლებად ფლობს სანოტო სისტემას, ნაწილობრივ ანსხვავებს გრძლიობებს.
|
ნაკლებად ანსხვავებს გრძლიობებს და ერევა ნოტები ერთმანეთში ნასკლებად
ანსხვავებს გრძლიობებს და ერევა ნოტები ერთმანეთში
|
არ იცის ნოტები,
|
მუსიკალური ტერმინოლოგიის ცოდნა
|
ფლობს სრულყოფილად მუსიკალურ ლექსიკონს,ასაბუთებს არგუმენტირებულად
|
იცის მუსიკალური ლექსიკონი, მაგრამ უჭირს დასაბუთება
|
მუსიკალურ ლექსიკონს ნაწილობრივ ფლობს
|
არ ფლობს მუსიკალურ ლექსიკონს
|
ახალი მასალის გაგება
|
ადეკვატურად პასუხობს კითხვებზე, მსჯელობა ლოგიკურია.
|
ადეკვატურად პასუხობს კითხვებს, ლოგიკური მსჯელობა მცირედ შეფერხებულია
|
პასუხობს კითხვებს ნაწილობრივ ადეკვატურად
|
უჭირს კითხვებზე პასუხი
|
Комментариев нет:
Отправить комментарий